საქართველოს ბანკი

თქვენი ბიზნესისთვის

ექსკლუზიურად მხოლოდ ქალბატონებისთვის!
პირველად საქართველოში საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, ქალბატონებს გთავაზობთ ახალ პროგრამას, რომელიც საქართველოში თქვენი ბიზნესიდეის განხორციელებასა და არსებული ბიზნესის გაფართოებას შეუწყობს ხელს!

პროექტის შესახებ

თქვენი წარმატებული ბიზნესის განსახორციელებლად პროგრამის ფარგლებში გამოიყო

25 000 000 ლარი

თუ თქვენ:

  • გაქვთ საინტერესო ბიზნესიდეა;
  • გსურთ უკვე არსებული ბიზნესის
    საქართველოს მასშტაბით
    გაფართოება ან
  • გეგმავთ არსებული ბიზნესის პარალელურად
    ახლის დაწყებას და ამ ყველაფრისთვის
    სესხი ჯერ კიდევ
    არ მიგიღიათ,

მაშინ საქართველოს ბანკი
შესაძლებლობას გაძლევთ

თქვენი ბიზნესიდეა
რეალობად აქციოთ!

სტარტაპერის განაცხადი

ინსტრუქცია
წელი-თვე-რიცხვი
წელი

ბიზნესიდეის აღწერა

ლარი
ლარი
ლარი
ლარი
ბიზნესგეგმის ფორმა
აუცილებელი ველები

ჩვენი მხარდაჭერა

პროგრამა „ქალი სტარტაპერის“ ფარგლებში თქვენ მიიღებთ სესხს ექსკლუზიური პირობებით:

  • სესხის მოცულობა: 10 000 ლარიდან
  • ვადა: 5 წელი და 1 წლამდე საშეღავათო პერიოდით
  • თანამონაწილეობა: არ არის სავალდებულო
  • სესხის ვალუტა: ლარი
  • სრულიად უფასოდ ჩაერთვებით საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ტრენინგებში “როგორ დავიწყოთ ბიზნესი, რომლებიც თქვენი ბიზნესიდეის წარმატებით განხორციელებაში დაგეხმარებათ;
  • დამატებით კი მოგეცემათ შესაძლებლობა − ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოთ საოპერაციო მომსახურებებით.
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 13,25%-დან

მონაწილეობის პირობები

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა იყოთ:

  • იურიდიული პირი ან ინდმეწარმე;
  • უნდა გქონდეთ საინტერესო ბიზნესიდეა და
  • კომპანიის დირექტორი ან აღმასრულებელი დირექტორი (ასაკი − 22 წლის ზემოთ ქალბატონი);
  • სურვილი − გააფართოოთ მიმდინარე ბიზნესი საქართველოს მასშტაბით ან წამოიწყოთ ახალი ბიზნესი უკვე აქტიური ბიზნესის პარალელურად.

გაითვალისწინეთ, შეგიძლიათ მხოლოდ 2 ბიზნესიდეის დარეგისტრირება.

კითხვა-პასუხი

განხორციელებულა თუ არა აქამდე მსგავსი პროექტი საქართველოში?

არა, ეს არის საქართველოს მასშტაბით პირველი შემთხვევა, როდესაც ბანკი ქალბატონებს ბიზნესის წამოწყების (სტარტაპის) შესაძლებლობას აძლევს. „საქართველოს ბანკისა“ და EBRD-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამა „ქალი სტარტაპერი“ ამის პირველი მაგალითია.

რამდენია სესხის ოდენობა?

სესხის მინიმალური ოდენობა შეადგენს 10 000 ლარს, მაქსიმალური კი 1 მილიონი ლარია.

მექნება თუ არა შეღავათიანი პირობები სესხით სარგებლობისას?

დიახ, სესხის ფარგლებში ისარგებლებთ 1 წლამდე საშეღავათო პერიოდით, რაც თქვენი ბიზნესაქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე თქვენზე მორგებულ სპეციალურ პირობებს გულისხმობს.

რამდენი ბიზნესიდეის დარეგისტრირება შემიძლია?

მაქსიმუმ 2 ბიზნესიდეა შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ.

კონკრეტულად რა ტრენინგებს გავივლით კონკურსის მონაწილეები?

კონკურსის მონაწილეები გაივლით თქვენი ბიზნესიდეის შესაბამის როგორც დარგობრივ, ასევე პროფესიულ ტრენინგებს.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ჩემი პროექტი?

პროექტის მონაწილე უნდა იყოს ქალი; უნდა გქონდეთ საინტერესო ბიზნესიდეა და ახალი წარმატებული ბიზნესსაქმიანობის წამოწყების სურვილი.

უნდა იყოს თუ არა კონკურსში მონაწილე პირი საქართველოს მოქალაქე?

დიახ, კონკურსში მონაწილე პირი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

რის საფუძველზე ხდება ქალი სტარტაპერის სესხის დამტკიცება?

მოპოვებული ინფორმაციის და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე მოხდება გადაწყვეტილების მიღება სესხის დამტკიცების თაობაზე.

რა არის სტარტაპი?

სტარტაპი ახლად შექმნილი ბიზნესია, რომელსაც აქვს საკუთარი თავის დამკვიდრების, გაფართოებისა და წარმატების მოპოვების პერსპექტივა. მას ასევე აქვს უნარი იყოს მასშტაბური, განვითარდეს ყოველდღიურად და გახდეს წარმატებული ბიზნესი. სტარტაპი შეიძლება იყოს როგორც მოქმედი ბიზნესი, რომელიც გეოგრაფიულ არეალს აფართოებს (მაგ.: აქამდე ფუნქციონირებდა მხოლოდ დასავლეთში, პროექტის ფარგლებში კი აღმოსავლეთ საქართველოც მოიცვა), ასევე არსებული ბიზნესის პარალელურად ახლის წამოწყების მცდელობა (მაგ.: მესაქონლეობის პარალელურად მეღვინეობის ბიზნესის წამოწყება); ასევე ბიზნესი, რომლის ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის მის მეპატრონეს ბიზნესსესხით არ უსარგებლია.
ამ ყველაფრის მისაღწევად სტარტაპერს უნდა ჰქონდეს საინტერესო ბიზნესიდეა და ახალი წარმატებული ბიზნესსაქმიანობის წამოწყების სურვილი.

რამდენწლიანია სესხი?

სესხი არის 5-წლიანი.

თუ უკვე მაქვს აღებული სესხი, მაინც შევძლებ პროექტში მონაწილეობას?

ახალი ბიზნესის წამოწყების შემთხვევაში პროექტში მონაწილეობისა და სესხის მიღების შესაძლებლობა მაინც მოგეცემათ.

მოითხოვება თუ არა თანამონაწილეობა?

თანამონაწილეობა სავალდებულო არ არის.

როგორ შეირჩევა პროექტები?

თქვენი ბიზნესიდეის წარმატება დამოკიდებულია ამ იდეის პერსპექტიულობასა და გეგმის რეალისტურობაზე.

სტარტაპერის განაცხადის გაგზავნიდან რა დროში მივიღებ ბანკისგან პასუხს?

განაცხადის შევსებიდან 5 დღის ვადაში გაცნობებთ პასუხს გადასულია თუ არა იდეა შემდეგ ეტაპზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ბანკის წარმომადგენელი დაიწყებს პროექტზე მუშაობას, რაც გულისხმობს კლიენტთან კომუნიკაციას, დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას და ა.შ.)